დღის ამბებირეგიონი

სპორტული კომპლექსის მშენებლობას ირაკლი ქადაგიშვილი და როსტომ სესიაშვილი ადგილზე გაეცნენ

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი სოფელ ახალსოფელში იმყოფებოდნენ, სადაც სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლები მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 680 000 ლარია, სპორტული კომპლექსის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან არის დაფინანსებული.

“ახალსოფელი ერთ- ერთი ყველაზე დიდი სოფელია ყვარლის მუნიციპალიტეტში და ზოგადად კახეთში. ახალსოფელში ამჟამად, მიმდინარეობს მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს დაიწყო და წელს დასრულდება. აღნიშნულ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოგეხსენებათ რომ სოფელი დიდია, თავისი სპორტული ცხოვრების ტრადიციით და ახალგაზრდების ფიზიკური აღზრდის კუთხით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სოფელს გააჩნდეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი”– აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.


“აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ახალსოფლის თემში შედის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლები. ჯანსაღი ცხროვრების წესისადმი მიდრეკილება საკმაოდ მაღალია, მოსახლეობის განწყობა ამ პროექტის მიმართ არის საკმაოდ დადებითი და ელოდებიან მშენებლობის დასრულებას, რათა ახალ გარემოში შეძლონ ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავება” – აღნიშნა როსტომ სესიაშვილმა.

®

ყვარლის მუნიციპალიტეტში, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

ახალსოფელში ამჟამად, მიმდინარეობს მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს დაიწყო და წელს დასრულდება.სრულად გაეცანით აქ : mak.ge/?p=5938

Posted by მთავარი ამბები კახეთიდან/mak.ge on Thursday, June 11, 2020

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close