დღის ამბები

სოფელ კურდღელაურის მცხოვრებთა ნაწილს წყალმომარაგების პრობლემები სასმელი წყლის სამეურნეო მიზნებისთვის გამოყენების გამო შეექმნა

იმის გამო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სასმელ წყალს იყენებს სამეურნეო მიზნებისთვის, პრობლემები ექმნება მაღალ ადგილებში მცხოვრებ 30-40 -მდე ოჯახს, – ამის შესახებ ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაში, რომელიც თელავში, სოფელ კურდღელაურში შექმნილ პრობლემას ეხება.

კომპანიის განმარტებით, მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის 1 200 აბონენტს, ყოველდღიურად, არსებული ორი რეზერვუარიდან, 100 ტონამდე წყალს აწვდიან.

„ერთ კვირაში, წყალმომარაგების კომპანიის მიერ მრიცხველის კვანძის გადალუქვის სამუშაოს დასრულების შედეგად, შემცირდება სასმელი წყლის არარაციონალური მოხმარება და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს წყლის სტაბილური მიწოდებით. მრიცხველის კვანძების გადალუქვის სამუშაოების დასრულებამდე კი კომპანია ოჯახებისთვის წყლის მიწოდებას წყალმზიდების საშუალებით განაგრძობს“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
წყარო : imedinews.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close