დღის ამბები

გამარჯვებაში ორი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ სოფლის დეპუტატს პატიმრობა შეეფარდა

გამარჯვებაში ორი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ სოფლის დეპუტატს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გამოყენებული ყოფილიყო გირაო 5 ათასი ლარის ოდენობით არ გაითვალისწინა და სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას დაეთანხმა. პროცესზე მომხდარი ინციდნეტი გაიხსენა თავად ბრალდებულმა.

გიორგი ჭინჭარაული ამბობს, რომ დისშვილთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან თანასოფლელი მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
” ბავშვთან ერთად ვიყავი მაღაზიაში. ამ ბიჭებთან სულ კარგი ურთიერთობა მქონდა. შემოვიდა ერთ- ერთი ძმა, გაგა ჭინჭარაული და მომმართა ძალიან აგრესიულად. გვარი დამისახელა სოფელში, ბიჭების. რას დადიხარ იმათთანო. ვუთხარი, საჯარო მოხელე ვარ და საკრებულოს წევრი, ყველასთან ვალდებული ვარ, ვიურთიერთო -მეთქი. ისეთი აგრესიული იყო, ბავშვი სახლში გავუშვი. მისი ძმა გადმოვიდა მანქანიდან, თავიდან აჩერებდა, მაგრამ ორივე შარზე იყო და არ ვიცი, რატომ. მეორემაც შემაგინა და წავიდა ხელჩართული ბრძოლა. მე დანის ხმარება რომ მდომებოდა, მაშინვე დავჭრიდი. მცემეს, გამიგდეს წიხლქვეშ. ამის მერე სახლში წავედი და მეორე დღეს სხდომა უნდა გვქონოდა საკრებულოში. ამის გამო გავედი სახლიდან, დავით ალუღიშვილთან უნდა მივსულიყავი, საკითხების გასავლელად. გზაში შემხვდნენ ისევ და ჩვენს შორის ჩხუბი 10- 15 წუთი გაგრძელდა. თავდაცვისა და მოგერიების მიზნით ვიხმარე დანა”- განმარტავს გიორგი ჭინჭარაული.

წინა სასამართლო სხდომა 5 აგვისტოს , 12:00 საათზე ჩაინიშნა. საქმეზე გამოძიება განზრაზ მკვლელობის მცდელობის მუხლით გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ჭინჭარაულს 16 -დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. შემთხვევა 7 ივნისს , ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გიორგი ჭინჭარაუმა ორი თანასოფლელი ცივი იარაღით მას შემდეგ დაჭრა, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ძმები მას სოფლის ცენტრში ფიზიკურად გაუსწორდნენ . ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, თუმცა დაცვის მხარე საქმის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ გიორგი ჭინჭარაული შემთხვევის დროს თავს იცავდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close