დღის ამბები

კახეთში გამოკვლეული 32 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 32 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ნიმუშების აღება გრძელდება როგორც კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.

„ასევე, მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ, სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, ასევე საბაჟოს თანამშრომლები“, – განაცხადა ნელი ხიზანშვილმა.

კახეთში ამ ეტაპზე სულ ოთხი საკარანტინო სივრცეა, სადაც 122 მოქალაქე იმყოფება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close