დღის ამბები

როდის გაიხსნება სპორტული დარბაზები? – ბექა ფერაძე

სპორტული დარბაზების გახსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად არიან ისინი მზად ადაპტირდნენ მოთხოვნებთან, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

„მიმდინარე კვირაში ბიზნესომბუდსმენთან ერთად გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა სპორტ-დარბაზებთან. მოვისმენთ თუ რამდენად აქვთ მზაობა ადაპტირდნენ იმ მოთხოვნებთან, რომელიც ჩვენ მიერ განისაზღვრება. გახსნის პროცესი იქნება დამოკიდებული ამაზე. ასევე, ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეპიდსიტუაციამ უნდა მოგვცეს ამის შესაძლებლობა“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close