კულტურა

სუხიშვილები თელავში

2018 წლის 4 ივლისს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე განახლებული პროგრამით თელაველი მაყურებლის წინაშე წარსდგა ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.
ღონისძიება გაიმართა ყოველწლიური ტურნეს ფარგლებში, რომელიც ეძღვნება ილიკო სუხიშვილის 80 წლის იუბილეს და ითვალისწინებს დასის საქართველოს ქალაქებში მოგზაურობას.

კონცერტის პროგრამა, ანსამბლის დაარსებიდან დღემდე შექმნილი, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ ილეთებსა და ქორეოგრაფიაზე დაფუძვნებული ცეკვებისაგან შედგება.
თელავისთვის „სუხიშვილები“-ს სტუმრობა ყოველთვის დიდი ზეიმია და ამჯერადაც, გადავსებული დარბაზითა და ხანგრძლივი ოვაციებით გამოხატა მაყურებელმა საპატიო სტუმრების სიყვარული და პატივისცემა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close