დღის ამბები

თელავის მუნიციპალიტეტისა და ენერგოეფექტურობის ცენტრის მიერ შემუშავებული ერთობლივი პროექტი ფინალურ ეტაპზე გავიდა ®

ევროკომისიის ენერგეტიკის დირექტორატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საუკეთესო მდგრადი ენერგეტიკული პროექტის გამოსავლენად კონკურსს ატარებს.

 
ფინალში გავიდა ექვსი პროექტი ექვსი ქვეყნიდან.
 
ფინალურ ეტაპზე გავიდა თელავის მუნიციპალიტეტისა და ენერგოეფექტურობის ცენტრის მიერ შემუშავებული ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ორი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურ რეაბილიტაციას და ადგილობრივი მყარი სასოფლო – სამეურნეო (მევენეხეობის) ნარჩენების გამოყენებას ამ ბაღების გასათბობად.
 
↘️ გამარჯვებული პროექტის შერჩევა მოხდება ევროკომისიის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე ხმის მიცემის საშუალებით.
 
⚠️ გთხოვთ, შეხვიდეთ მითითებულ ბმულზე და ხმა მისცეთ ერთადერთ პროექტს საქართველოდან
®
გადადი ბმულზე :  იხილეთ აქ

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close