დღის ამბები

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ მაისის თვეში დახმარება 60 ბენეფიციარს გაუწია ®

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის მაისის თვეში დახმარება გაეწია 60 ბენეფიციარს და გაიხარჯა სულ 20 954 ლარი კერძოდ:

ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე,

ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 25 ბენეფიციარს – 9 209 ლარით;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე 6 ბენეფიციარისათვის დაფინანსდა 2 192 ლარის ღირებულების მედიკამენტები;
,,განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის „ დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 7 ბენეფიციარი – 4 453 ლარით;
პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში (5 ოჯახი) 900 ლარი;
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებს (1 ბენეფიციარი)- დაუფინანსდა ელექტროენერგიის გადასახადი – 100 ლარი;
პირველი ჯგუფის უსინათლოთათვის განკუთვნილი დახმარება გაიცა 1 ბენეფიციარზე 150ლარი;
95 წელს გადაცილებულ 1 ბენეფიციარზე გაიცა დახმარება 100 ლარის ოდენობით;

უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი – 250 ლარის ოდენობით;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლის მონაწილე შშმ ვეტერანთა მკურნალობა-რეაბილიტაცია დაუფინანსდა 1 ბენეფიციარს – 600 ლარის ოდენობით

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპილთა 9 ოჯახს გაეწია დახმარება – 2 250 ლარის ოდენობით;

მეორე მსოფლიო ომის 3 ვეტერანს გაეწია ფულადი დახმარება – 750 ლარის ოდენობით.

®

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ მაისის თვეში დახმარება 60 ბენეფიციარს გაუწია

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის მაისის თვეში დახმარება გაეწია 60 ბენეფიციარს და გაიხარჯა სულ 20 954 ლარი .®სრულად იხილეთ აქ : http://mak.ge/?p=5713

Posted by მთავარი ამბები კახეთიდან/mak.ge on Friday, June 5, 2020

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close