საზოგადოება

შეხვედრა თემაზე: „ქმედუნარიანობის რეფორმა საქართველოში“

2018 წლის 4 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შეხვედრა გამართა თემაზე: „ქმედუნარიანობის რეფორმა საქართველოში“, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“-ს მიერ დაფინანსებული პროექტის „ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის განგრძობადი მხარდაჭერა საქართველოში“.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა – სოფიკო მენაბდიშვილმა და ქეთევან კოპალიანმა ისაუბრეს რეფორმამდელ და რეფორმის შემდგომ პერიოდზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე, მხარდაჭერის მიმღებისა და მხარდამჭერის უფლება-მოვალეობებზე და ა.შ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close