კულტურა

ქეთევანი იაშვილის კოლექციის გამოფენა

2018 წლის 3 ივლისს თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ქეთევანი იაშვილის კოლექციის გამოფენა გაიხსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქეთევან იაშვილის მემკვიდრეები (ოთხი თაობა): მარინე რცხილაძე (დის შვილი), ქეთევან გვერდწითელი (დის შვილიშვილი), ალექსანდრე, ნინო და თინათინ გამრეკელები (დის შვილიშვილის შვილები) და მათი შვილები. 

ასევე : თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი, თელაველი მხატვარი გივი თორაძე, გამოფენილი გობელენების შემსრულებელი ლია ბადურაშვილი, თელავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები.
ღონისძიებაზე ისაუბრეს ქეთევან იაშვილის დამსახურებასა და მისი კოლექციის მნიშვნელობაზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close