დღის ამბები

ღია სივრცის მქონე კვების ობიექტები მუშაობას დღეიდან განაახლებენ

ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები სტუმრების მიღებას დღეს დილიდან შეძლებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ასეთია: მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ დღეიდან რესტორანში წასვლას გეგმავთ, ადგილები წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.

გარდა ამისა, ობიექტი ვალდებულია, მომხმარებელს და პერსონალს თერმოსკრინინგი ჩაუტაროს. აუცილებელია პირბადის ტარება და ორმეტრიანი დისცანტიის დაცვა. რესტორანში, თითოეულ მაგიდასთან არ უნდა განთავსდეს 6 ადამიანზე მეტი. რეკომენდაციების თანახმად, კვების ობიექტმა უნდა უზრუნველყოს სტუმრებისათვის ერთჯერადი მენიუს შეთავაზება.

კიდევ რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან კვების ობიექტება, ვრცლად შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close