განათლებადღის ამბები

გადაიდება თუ არა ახალი სასწავლო წლის დაწყება

დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ არ ვთვლით, რომ სასწავლო წლის დაწყებამ შეიძლება გადაიწიოს.

თუმცა, როგორც სხვა ქვეყნები, საქართველო ემზადება იმისთვის, რომ ახლაც და სექტემბერშიც მოგვიწევს კორონავირუსთან თანაცხოვრება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ არ ვთვლით, რომ სასწავლო წლის დაწყებამ შეიძლება გადაიწიოს. თუმცა, როგორც სხვა ქვეყნები, საქართველო ემზადება იმისთვის, რომ ახლაც და სექტემბერშიც მოგვიწევს კორონავირუსთან თანაცხოვრება. შესაბამისად, ამისთვის უნდა მოვამზადოთ ჩვენი შვილები, რათა მათ სწავლის გაგრძელება შეუფერხებლად შეძლონ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 624 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close