დღის ამბები

3-4 ივნისს საქართველოში 34 გრადუსია მოსალოდნელი

5 ივნისამდე საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივნისამდე საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

3-4 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.

ამასთან, ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 3 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან და 4 ივნისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close