დღის ამბები

კავკასიის თასი აღმართის დაძლევაში

1 ივლისს, საქართველოს „საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ , „რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის“ ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით, ქალაქ სიღნაღში აღმართის დაძლევაში საქართველოს და კავკასიის ჩემპიონატი ჩატარდა. ანაგა-სიღნაღის ექვსკილომეტრიან მონაკვეთზე ოცდაექვსი ეკიპაჟი მონაწილეობდა .

აბსოლუტის კლასში შეჯიბრის ადგილები ასე გადანაწილდა: მესამე ადგილი-ვლადიმერ კუხიანიძე, მეორე ადგილი-შოთა ბაბილოძე, შეჯიბრის გამარჯვებული კი გოგა არჯევანიძის და ქეთევან ბოჭოიძის ეკიპაჟი გახდა. გამარჯვებულები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა დააჯილდოვა.
ავტოსპორტის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგილაშვილი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, დავით მჭედლიშვილმა სიმბოლური საჩუქრით დააჯილდოვა.
გიორგი გოგილაშვილმა წარმატებულ სპორტსმენებს მუნიციპალიტეტის სახელით საჩუქრები გადასცა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
საავტომობილო სპორტის ფედერაციამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამ მრავალშვილიან ოჯახს ავტომობილის საბავშვო უსაფრთხოების სავარძლები გადასცა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close