დღის ამბებისაზოგადოება

პანკისში ორ გვარს შორის შერიგების საკითხზე მოლაპარაკებები შედეგის გარეშე დასრულდა.

პანკისში ორ გვარს შორის შერიგების საკითხზე თითქმის ერთსაათიანი მოლაპარაკებები კონრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

მუთოშვილები ქავთარაშვილებთან დაზავებაზე ისევ უარს აცხადებენ და საკითხის განხილვას შარიათის კანონით გეგმავენ. დღევანდელ შეხვედრას ადგილობრივებთან ერთად , თბილისიდან ხეობაში ჩასული სპორტსმენები და ახმეტა- თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაულიც ესწრებოდა.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ სამხარაულმა განაცხადა, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და არ არის გამორიცხული გვარებს შორის დაპირისპირება მშვიდობიანი გზით დასრულდეს.

გვარებს შორის შერიგების მცდელობა რამდენიმე თვის წინაც იყო, რა დროსაც ხეობაში ჩეჩნეთიდან ჩამოსული გავლენიანი პირები იმყოფებოდნენ. ვისო მუთოშვილი გასული წლის ნოემბერში სოფელ საკობიანოში მოკლეს. დაიჭრა სამი ადამიანი. მომხდარიდან მალევე პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს. თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ამ დრომდე გრძელდება

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close