კახეთში საკვირაო ბაზრები უახლოეს მომავალში გაიხსნება

0

კახეთში, საკვირაო ბაზრების გახსნის საკითხზე ადგილობრივი ხელისუფლება ყოველდღიურ მონიტორინგს და მოლაპარაკებებს ბაზრის ადმინისტრაციასთან უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, ამ ეტაპზე ველისციხის და ბოდბისხევის საკვირაო ბაზები დროებით დაკეტილია, თუმცა ბაზრის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კონტაქტზეა კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია.

მათ შესაბამისი უწყებებიდან უკვე გაეგზავნათ რეკომენდაციები, რომლის შესრულების შემდეგ ორივე ობიექტმა ფუნქციონირება უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს.

გუბერნატორის პირველი მოადგილის ირაკლი შიოშვილის განმარტებით, ახლა ხელისუფლების მთავარი მიზანია მოხდეს ამ ტერიტორიებზე მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და ჯანდაცვის უწყებების ყველა წესის გათვალისწინება.

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თვითდასაქმებულმა ადამიანებმა შეძლონ მუშაობა. მონიტორინგს ვახორციელებთ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად. ვცდილობთ, რომ დროულად მოგვარდეს ის აუცილებელი ინფრასტრუქტურული საკითხები, რაც ბაზრების გახსნისთვის არსებული რეგულაციების უპირობო შესრულებას გულისხმოს, ” – ამბობს ირაკლი შიოშვილი.

რაც შეეხება რეგიონში არსებულ აგრარულ ბაზრებს, თელავის, ლაგოდეხისა და სიღნაღის მასშტაბით ოთხმა დაწესებულებამ რეგულეციების დაკმაყოფილების შემდეგ, მუშაობა სრული დატვირთვით, რამდენიმე კვირის წინ განაახლა.

Facebook Comments

Don`t copy text!