დღის ამბებისაზოგადოება

მთავრობამ შესაძლოა მოქალაქეებს იპოთეკური სესხები დაუსუბსიდიროს

მთავრობამ შესაძლოა მოქალაქეებს იპოთეკური სესხების პროცენტის ნაწილი დაუსუბსიდიროს. მთავრობის მხრიდან დეველოპერებისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირების მოდელის შესახებ “საქმიან დილაში” სამშენებლო კომპანია „რედკოს“ დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა ისაუბრა.

„შექმნილი მდგომარეობის გამო, მთელი რიგი საკითხები დაიძრა, რომ მოხდეს გამოსავლების მოძებნა, მათ შორის სახელმწიფოს აქვს გეგმა – შემოთავაზება, რომ სუბსიდირება გააკეთოს იპოთეკური დაკრედიტების მსესხებლებთან. მინდა გითხრათ, რომ მოცემული შემოთავაზება გარკვეულ პერიოდში ბიზნესის ამ სექტორს, რომელიც შექმნილი ეპიდემიოლოგირი მიზეზების გამო იქნა დაზარალებული. ვფიქრობ, რომ გარკვეულ შეღავათს მისცემს, თუმცა ეს გრძელვადიანი არ უნდა იყოს და არც იქნება. ამან მოკლე ვადაში გარკვეული ეფექტი უნდა მოახდინოს. კიდევ ვიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ბიუჯეტის ხარჯებით სუბსიდირება ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს მხოლოდ კონკრეტული პროექტის ფარგლებში, რომ კონკრეტული ეფექტი მივიღოთ.

ბოლომდე ეს საკითხი ჩემთვის ცნობილი არ არის, თუმცა ეს მოდელი, რომ განიხილება და აქტიურად მიმდინაროებს მოლაპარაკებები როგორც მთავრობასთან, ასევე კერძო სექტორთან. ამასთან დაკავშირებით იყო კომუნიკაცია, ეს შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა კუნელაურმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close