დღის ამბებისაზოგადოება

უსამსახუროდ დარჩენილებს სესხები კიდევ 3 თვე გადაუვადდებათ

ყველას, ვისაც სახელმწიფო ანტიკრისიზული გეგმის ფარგლებში ეხმარება, სესხები კიდევ სამი თვით გადაუვადდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან. როგორც იცით, კრედიტის პროცენტის გადასახადი სამი თვით იყო გადავადებული და გუშინ გადაწყდა, რომ ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო თავისი სოციალური, ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვით ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურეობა. ყველას, ვისაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს კრედიტი, ხოლო თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი პროცენტის გადასახადის გადავადება სამი თვით. ეს ყველაფერი მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close