დღის ამბებისაზოგადოება

გიორგი ბოტკოველი კახეთში საავადმყოფოებს სამედიცინო ეკიპირებას გადასცემს

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის და ენმ-ს კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ბოტკოველის ინიციატივით, კახეთის რეგიონის საავადმყოფოებში სამედიცინო ეკიპირების დარიგების აქცია დაიწყო.
აღნიშნულ საკითხზე განცხადება გიორგი ბოტკოველმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ეზოში გააკეთა.

,,კორონავირუსთან ბრძოლაში ექიმები პირველი დარტყმის ქვეშ არიან და ყველაზე მეტად რისკავენ ამ ვითარებაში. ამიტომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ინიციატივით, დავიწყეთ აღჭურვილობის დარიგება, სადაც ექიმის დაცვისათვის საჭირო ყველა ნივთია”,

სამედიცინო ეკიპირება, რამდენიმე დღის განმავლობაში, კახეთის ყველა საავადმყოფოს გადაეცემა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close