დღის ამბებისაზოგადოება

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი გაეროს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი გაეროს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც კორონავირუსის ფონზე რელიგიური ლიდერების მიერ მავნე გზავნილების გაჟღერებას ეხება. მეუფე იაკობის განცხადებით, მარტო თანამდებობა არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ გადაწყვიტოს და ჭკუის სწავლება დაიწყოს.

“გაეროს მდივანიც ადამიანია და შეიძლება ცდებოდეს თავის აზრებში იმიტომ, რომ ახლაც რომ ვიყავი ამერიკაში, ძალიან სერიოზული კითხვები აქვთ თვითონ გუტიერეშთან ამერიკელებსაც ოჯახის და ბავშვების თემასთან დაკავშირებით. ჭკუის სწავლებას მივიღებთ იმისგან, ვისგანაც მისაღებია. მარტო თანამდებიბა არ არის ის, რომ გადაწყვიტოს და ჭკუა გვასწავლოს. ჩვენ არ გვეხება, ყოველ შემთხვევაში საქართველოში ვერც ერთ რელიგიურ ჯგუფს ვერ ვხედავ, რომ ეხებოდეს.

რაც მსოფლიოზე ზეგავლენა მოხდა, ომები გააჩერეს უცბად, კორონათი შეეშინათ და იმიტომ აღარ ომობენ?! მეც ბევრი კითხვები მაქვს.

მარტივად გეტყვით, შეიძლება ჩვენთვისაც მოეწოდებინათ წირვები არ ჩაატაროთო, იმათ თავიანთი გზა აქვს და ჩვენ ჩვენი.”- განაცხადა მეუფე იაკობმა

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close