მთავარი ამბები

რატომ არ იხსნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები ? – პაატა იმნაძის განმარტება

0

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბი­სას კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო და­წე­სე­ბულ აკ­რძალ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ნა­წი­ლის­თვის რამ­დე­ნი­მე გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა:

“როცა იწყე­ბენ ხოლ­მე ლა­პა­რაკს რა­ტომ არის შე­ზღუდ­ვე­ბი, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ სამი კაცი მან­ქა­ნა­ში, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი რა­ტომ არის, რა ვირუ­სი ღა­მით და­დის? ამით ამ­ცი­რებ მო­ბი­ლო­ბას შორ მან­ძილ­ზე, თო­რემ, მე­ზო­ბელ­თან და მე­გო­ბარ­თად გა­დას­ვლა და “ჩაჯ­დო­მა”, ამის შემ­თხვე­ვე­ბიც არის, ყვე­ლას შე­უძ­ლია…

…ტან­საც­მლი­სა და ფეხ­საც­მლის მა­ღა­ზი­ე­ბი რით გან­სხვავ­დე­ბა სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბის­გა­ნო? თუ ეს ვი­ღა­ცას არ ეს­მის, იმას მინ­და გა­ვა­გე­ბი­ნო, თუმ­ცა ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან რა­ტო­მაც არის ეს გან­სხვა­ვე­ბა და მა­ინც ამას „აწ­ვე­ბი­ან“, რომ რა გან­სხვა­ვე­ბაა , ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ა­ში წავა თუ სამ­შე­ნებ­ლო მა­ღა­ზი­ა­ში. ცე­მენ­ტის ტო­მა­რას ხომ არ ვი­ზო­მავთ არა, მივ­დი­ვართ და ვყი­დუ­ლობთ, პი­ჯაკს რომ ვყი­დუ­ლობთ, მა­ი­სურს ან ფეხ­საც­მელს, უნდა მო­ი­ზო­მო და ხომ არის რის­კებ­ში გან­სხვა­ვე­ბა?!“ – გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, 11 მა­ი­სი­დან ყვე­ლა სა­ხის წარ­მო­ე­ბა გა­იხ­სნა. მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ეხე­ბა მხო­ლოდ ტან­საც­მლი­სა და ფეხ­საც­მლის მა­ღა­ზი­ებს.

“11 მა­ი­სი­დან ჩვენ გავ­ხსნით ყვე­ლა სა­ხის წარ­მო­ე­ბას. თუ აქამ­დე სა­უ­ბა­რი იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე, მიმ­დი­ნა­რე კვი­რი­დან გავ­ხსნით ყვე­ლა სა­ხის წარ­მო­ე­ბას.

გარ­და ამი­სა, ჩვენ გავ­ხსნით ყვე­ლა სა­ხის სა­ცა­ლო და სა­ბი­თუ­მო მა­ღა­ზი­ას, რო­მელ­საც აქვს შე­სას­ვლე­ლი ქუ­ჩი­დან და რო­მე­ლიც არ ვაჭ­რობს ტან­საც­მლით და ფეხ­საც­მლით. ეს არ ეხე­ბა მო­ლებს“, – გა­ნა­ცხა­და რამ­დე­ნი­მე დღის წინ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

წყარო: Ambebi.GE

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close