დღის ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი ონლაინ ფორმატში 2019 წლის ანგარიშს წარადგენს

ამ წუთებში  აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) თელავის დემოკრატიის სკოლის მონაწილეებთან თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი ონლაინ ფორმატში 2019 წლის ანგარიშს წარადგენს .

აღნიშნული შეხვედრის მიზანი, მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა. ახალი კორონა ვირუსის მიერ გამოწვეული ვითარებისა და დაწესებული შეზღუდვების ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია ვირუსის წინააღმდეგ მუნიციპალიტეტში გატარებული ღონისძიებების შესახებ.

EECMD-ის ინიციატივით, იგეგმება სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერების ონალაინ–ანგარიშის მოსმენა, იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთაც სახელმწიფო და ცალკეული მუნიციპალიტეტები ახორციელებენ ახალი კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ. ამასთან, ეს პლატფორმა კიდევ ერთი საშუალებაა იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავისი ინიციატივები, პრობლემები თუ რეკომენდაციები გაუზიაროს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ერთობლივად იმსჯელონ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close