დღის ამბებისაზოგადოება

როგორ მიიღებენ მოსწავლეები 2019-2020 სასწავლო წლისთვის წლიურ შეფასებას – განათლების ანტიკრიზისული გეგმა

განათლების მინისტრი: სემესტრი შედგა, მოსწავლეები გადავლენ შემდგომ კლასებში და სტუდენტები გადავლენ შემდეგ საფეხურზე

“სემესტრი შედგა, მოსწავლეები გადავლენ შემდგომ კლასებში და სტუდენტები გადავლენ შემდეგ საფეხურზე”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არ აკადემიური წელი არ იქნება.

მინისტრმა “ტელესკოლის პროექტის” შესახებ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას უახლოეს მომავალში პროფორიენტაციის მიმართულებაც უნდა დაემატოს.

“წლევანდელი სასწავლო წელი მე-12 კლასელებისთვის 2″0 მაისს, პირველკლასელებისთვის 27 მაისს, ხოლო დანარჩენი მოსწავლეებისთვის 15 ივნისს. აბიტურიენტებისთვის აბიტურიენტის საათი შენარჩუნდება 15 ივნისამდე ტელესკოლის ფორმატში. რაც შეეხება შეფასების სქემას, ჩვენ შევიმუშავეთ დარგის სპეციელისტებთან ერთად მოდელი. მთავარი ფილოსოფია ამ მოდელის გახლავთ ის, რომ ის ორიენტირებულია მოსწავლეზე და თან აკადემიური სტანდარტი არის შენარჩუნებული. მოდელში არის განმავითარებელი შეფასება და განმსაზღვრელი შეფასება – ნიშანი.”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

როგორ განისაზღვრება ნიშანი წელს საგნებში:

“ჩვენ შევთავაზებთ ალტერნატიულ გზებს სკოლებს და მივმართავთ მათ, რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება ინდივიდუალური მოსწავლის სიტუაციიდან და ზოგადად სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე. კერძოდ კი, წლიურ ქულად მოსწავლისა განისაზღვრება პირველ სემესტრში მიღებული ქულა, ეს არის ერთი ალტერნატივა. მეორე გახლავთ მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება პირველი სემესტრის ქულის, მეორე სემესტრის ექვსი კვირის განმავლობაში (პანდემიამდე) გავლილი პროგრამის და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა და დასძინა რომ ამ შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული ქულა იქნება სწორედ წლიური შეფასება, თუ სკოლები ამ ვარიანტს აირჩევენ.

მისივე თმით, მეხუთე კლასის მოსწავლეების განმსაზღვრელი შეფასება მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში განვლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის საფუძველზე მოხდება.

მოსწავლეს, რომელსაც პირველი სემესტრის შეფასება არ გააჩნია, მისი წლიური ქულა ამ შემთხვევაში განისაზღვრება ამ სასწავლო წლის მეორე სემესტრში მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში განვლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის საფუძველზე.

როგორც მინისტრმა თქვა, დეტალური ინსტრუქციები სკოლებს დღესვე გადაეგზავნებათ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close