დღის ამბებისაზოგადოება

რომელ ქვეყნებთან აქვს მოლაპარაკებები საქართველოს ტურიზმის აღდგენაზე?

ტურიზმის მიმართულებით რამდენიმე ქვეყანასთან ძალიან წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს და დარწმუნებული ვართ, მალე დადებითი შედეგებით დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„პირველი ქვეყანა როგორც ჩანს იქნება ისრაელი, რომელთანაც გვექნება უსაფრთხო, მწვანე კოროდორი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სულ მალე მივიღოთ ტურისტები. ასევე, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ავსტრიასთან და რა თქმა უნდა მეზობლებთან და ყველა აღნიშნული მოლაპარაკება უახლოეს მომავალში ლოგიკურ დასასრულამდე იქნება მიყვანილი“, – განაცხადა გახარიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close