დღის ამბებისაზოგადოება

მდინარე კაბალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები გრძელდება

“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის მდინარეზე ნაპისამაგრი სამუშაოების შედეგად, სასოფლო -სამეურნეო სავარგულების და სოფლის დატბორვის საფრთხე მინიმუმამდე შემცირდა. მდინარის ამ მონაკვეთში მძიმე ტექნიკამ მუშაობა უკვე დაასრულა”- ამის შესახებ ლაგოდეხის მერმა განაცხადა.
ჯონდო მდივნიშვილის განმარტებით, ადგილზე რამდენიმე დღის განმავლობაში “კამაცუს” მარკის ბულდოზერი მუშაობდა, რის შედეგადაც სპეციალისტებმა ნაპირსამაგრი სამუშაოები განახორციელეს და უხვი ნალექის შემთხვევაში ადიდებული მდინარის სოფელში გადმოვარდნის რისკები შეამცირეს.
“სამწუხაროა რომ ხშირ შემთხვევებში მოსახლეობა თვითნებურად სხვადასხვა მიზნებისთვის ცდილობენ წყლის ნაკადს მიმართულება შეუცვალონ, რასაც ნალექის დროს ცუდ შედეგამდე მივყავართ.ადგილზე საფრთხის დონე მინიმუმადე დავიყვანეთ. შევცვალეთ მდინარის კალაპოტი, რომელიც სოფელს საფრთხეს უქმნიდა. მდინარეების სხვა მონაკვეთებში მძიმე ტექნიკა სტიქიის საპრევენციო სამუშაოებს უწყვეთი რეჟიმით ამ დრომდე აგრძელებს. დაგეგმილია ამ და სხვა ღვარცოფულ მდინარეებზე დამატებით ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რომელიც სტიქიურ მასშტაბებს და ზარალის რაოდენობას თავიდან აგვაცილებს,”- განმარტავს ლაგოდეხის მერი.
რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, 10 მაისს, ლაგოდეხსა და ყვარელში მდინარეები ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფლებში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი და საცხოვრებელი სახლები დატბორა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close