დღის ამბებისაზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი სტიქიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში იმყოფება და ვითარებას ადგილზე ეცნობა

“შარშან ძალიან ბევრი სამუშაოები ჩატარდა სტიქიის პრევენციის კუთხით, რამაც სტიქიის მაშტაბები არ იყო ისეთივე, როგორხ შარშან“,- ამის შესახებ კახეთის გუბერნაორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სტიქიის ზობაში სტუმრობის დროს ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ის მთავრობას მიმართავს, რომ სტიქიის პრევენციასთან დაკავშირებით ღვარცოფულ მდინარეებზე დამატები სამუშაოები განხორციელდეს.

“ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მდგომარეობა. ლაგოდეხის, შრომის და კაბალის ხევს სჭირდება მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, რომ მომავალშიც დაცული ვიყოთ სტიქიის შემოტევისგან. ამავდროულად უნდა ითქვას, რომ რაც შარშან დურუჯისბ ხეობაში სამუშაოები ჩატარდა, ამან თავისი დადებითი შედეგი გამოიღო. ამინდის გაუარესების გამო დურუჯის ხეობა, ფაქტობრივად, უსაფრთხო იყო. ახმეტაში, ალაზანზე ჩატარებულმა მასშტაბურმა სამუშაოებმა შედეგები გამოიღო და ალვანის სოფლები წელს აბსოლუტურად უვნებელი გადარჩა სტიქიის დარტყმისგან. ლაგოდეხში კი 5 დამცავი ზოლი აშენდა და იქ არსად არ შეინიშნებოდა სტიქიის დარტყმა. ეს სამუშაოები წელსაც აქტიურად გაგრძელდება. ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლირებადია და ლაგოდეხს სხვა მუნიციპალიტეტები მძიმე ტექნიკით ეხმარებიან,”- განმარტავს კახეთის გუბერნატორი.

რეგიონის პირველი პირი იმ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომლებიც ამ დრომდე აგროდაზღვევის პროგრამაში არ მონაწილეობენ , რომ გამოიყენენ სახელმწიფოშოს მიერ შეთავაზებული ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკა და დროულად დააზღვიონ სავარგულები.

“სახელმწიფოს აქვს ძალიან ფაქრთომაშტაბია პრობრამა, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის წარმოებაში ფულის ჩადებას – გრანტის, იაფი კრედიტის და აგროდაზღვევის სახით. აგროდაზღვევა ნიშნავს, რომ თუ სტიქიური მოვლენების დროს ერთწლიანი ნარგავები დაგიზიანდება 70%- ს გინაზღაურებს სახელმწიფო. აქ არის ერთადერთი გამოსავალი, ხალხმა, რომლებმავ ეს კარგად იციან მიმართოს აგროდაზღვევას ამ ყველაზე უფრო ეფექტურ პოლიტიკას. რამდენი წვიმა მოხდება არ აქვს არც მუნიციპალიტეტს ამის შესაძლებლობა და ბუნებრივია, არც ერთ ქვეყანას, რომ კერძო ბიზნესი დააზღვიოს. კერძო დაზვევის ესეთი კარგი პროგრამა, როგორიც საქართველოს დღეს აქვს, ამას სჭირდება კარგად გამოყენება. “-განაცხადა გუბერნატორმა.

ამ წუთებში ირაკლი ქადაგიშვილი სტიქიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში იმყოფება და ვითარებას ადგილზე ეცნობა.

კახეთის გუბერნატორის ბრიფინგი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან

Posted by მთავარი ამბები კახეთიდან/mak.ge on Monday, May 11, 2020

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close