დღის ამბები

ირაკლი სესიაშვილი: პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ და დანაპირებს შევასრულებთ

ჩვენს დანაპირებს შევასრულებთ და ნამდვილად ვერ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას, სადაც „ნაც-კლასტერი“ გაიმარჯვებს, ამის თეორიული შესაძლებლობაც არ არი, – ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, თელავი- ყვარლის მაჟორიტარმა  ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება საარჩევნო სისტემის შესახებ ქართული სახელმწიფოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად მისაღებია.

„ჩვენი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მიმართ, ხალხის მიმართ და ასევე, პარალელურ რეჟიმში, ამ პასუხისნგებლობას ვგრძნობთ იმ საერთაშორისო ურთერთობის კონტექსტში, როდესაც გვინდა, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრი გავხდეთ. ის, რაზეც საბოლოო შეთანხმება შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მეტ-ნაკლებად მისაღებია ქართული სახელმწიფოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის. და იმისთვის, რომ აქ პოლიტიკური ქაოსი არ შეიქმნას“, – განაცხადა სესიაშვილმა.​

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close