დღის ამბები

ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სპეციალისტებმა ადიდებული მდინარეების კალაპოტის შეცვლა შეძლეს

სტიქიიდან მეორე დღეს ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. სტიქიის ზონებში მძიმე ტექნიკის თითქმის 24-საათიანი მუშაობის შედეგად, სპეციალისტებმა ადიდებული მდინარეების კალაპოტის შეცვლა შეძლეს.

ადგილზე ნაპირსამაგრი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. კახეთის ამ ზონაში აღარ წვიმს და შესაბამისად, მდინარეებში წყლის დონემ დაიკლო. იწმინდება სოფლის შიდა საუბნო გზები.

რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად გუშინ ორ მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფლებში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი და საცხოვრებელი სახლები დატბორა. სტიქიის ეპიცენტრში დილიდან მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია.
წყარო : imedinews

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close