როგორ აფასებს მოსახლეობა ეკლესიის საქმიანობას – NDI კვლევის შედეგები

როგორ აფასებს მოსახლეობა ეკლესიის საქმიანობას – NDI კვლევის შედეგები

Views: 0 ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ კვლევის მიხედვით, მოსახლეობა მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას კარგად 64% აფასებს, საშუალოდ – 20%, ცუდად – 5%. ვრცლად/More »

ქართველი წყვილის ჯვრისწერა ზღვის დონიდან 4000 მეტრზე

ქართველი წყვილის ჯვრისწერა ზღვის დონიდან 4000 მეტრზე

Views: 0 სოციალურ ქსელს, ახალგაზრდა ქართველი წყვილის ჯვრისწერის ვიდეო იპყრობს, რომელიც ზღვის დონიდან 4000 მეტრზეა გადაღებული. ვრცლად/More »

შუალედური არჩევენბი

შუალედური არჩევენბი

Views: 0 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, 27 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატი ჯერ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარუდგენია. ამის შესახებ speqtri.ge-ს ლაგოდეხის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილმა განუცხადა. ვრცლად/More »

სიღნაღში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სიღნაღში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Views: 0 ქალაქ სიღნაღში აბრამიშვილის, ბეჟანიშვილის, მოსაშვილის და მოსულიშვილის ქუჩებზე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე აბრამიშვილის და ბეჟანიშვილის ქუჩებზე მოასფალტება დასრულდა. მათივე ინფორმაციით, ასევე, ბეჟანიშვილის ვრცლად/More »

“ბორჯღალოსნების” 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია

“ბორჯღალოსნების” 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია

Views: 0 “ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან. რაზმში 26 მორკინალი და 17 ხაზის მოთამაშეა. გაფართოებულ შემადგენლობაში 28 ლეგიონერია, 15 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. ვრცლად/More »

სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

Views: 0 სამართალდამცველებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარი მკვლელობა გახსნეს. მკვლელობაში ბრალდებული ფ.მ. სამართალდამცველებმა უკვე დაკავეს. შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, სოფელ ყარაჯალის ცენტრში თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე მამაკაცი მოკლა. ადგილობრივები მომხდარს ვრცლად/More »

ტრამპი ირანს განადგურებით დაემუქრა

ტრამპი ირანს განადგურებით დაემუქრა

Views: 0 აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად იძაბება. თეთრი სახლის ლიდერი ამჯერად ირანს განადგურებით დაემუქრა. დონალდ ტრამპის განცხადებით, შტატები თავდასხმებს გაძლიერებული ძალებით უპასუხებს, რაც ზოგიერთ სფეროში სრული განადგურება იქნება. “ამერიკული სამიზნეების წინააღმდეგ ვრცლად/More »

ივანიშვილმა გახარიას გადასაყენებლად დრო ითხოვა (?)

ივანიშვილმა გახარიას გადასაყენებლად დრო ითხოვა (?)

Views: 0 “პირველი რადიოს” ინფორმაციით, გვიან ღამით, ბიძინა ივანიშვილთან გახარიას მონაწილეობით მმართველი რამდენიმე ლიდერის შეხვედრა გაიმართა. წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობდნენ. არსებული ინფორმაციით, მონაწილეთა ნაწილი გახარიას გადადგომას ითხოვდა, თუმცა მათ ივანიშვილის დარწმუნება ვრცლად/More »

თელავში ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

თელავში ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

Views: 0 თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სასწვლებლის წინ თელავის საპატიო მოქალაქის, კომპოზიტორ ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე მუსიკოსის საავტორო საღამო გაიმართა. ვრცლად/More »

თელავის მუნიციპალიტეტში 15 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტში 15 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

Views: 0 2019 წელს თელავის მუნიციპალიტეტში  15 მილიონი  ლარი დაიხარჯება, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. თანხები  გადანაწილებულია როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე  რეგიონული განვითარების   ფონდიდან, სოფლის დახმარების პროგრამებიდან, სკოლებისა და ამბულატორიებისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი სუფსიდიდან .  ვრცლად/More »

 

წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში მდებარე XVI საუკუნის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
სააგენტოს ინფორმაციით, ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა დასავლეთის წაგრძელებული მკლავით. აშენებულია ნატეხი ქვით და შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს.

“კარები გარედან თაღოვანია, შიგნიდან არქიტრავული. ჩრდილოეთის კარის ჭრილი ფრონტონისებური გადახურვით სრულდება, დასავლეთის კარი აგურის ჩაღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩამჯდარი, რომლის თავი ხერხულა ლავგარდნით სრულდება. დასავლეთის და სამხრეთის მკლავებში თითო, ხოლო აღმოსავლეთის კედელში სამი ვიწრო და თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აღმოსავლეთის მხარი ქვის თაროსებრი, დანარჩენი მკლავები კი აგურის ოთხრიგი ლავგარდნით სრულდება. გუმბათი ექვსკუთხა ცილინდრია. წიბოებზე მარტივი ლილვებია მოცემული, რომელზეც წახნაგის თაღები გადადის. თაღთაშორისი სივრცე დადაბლებულია და თითოეულ მათგანში ვიწრო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. გუმბათი მარტივი ქვის ლავგარდნით სრულდება, რომელზეც კრამიტის სახურავია დაყრდნობილი. დასავლეთის და აღმოსავლეთის მკლავების ფასადის ფრონტონში აგურის წყობით კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარია მოცემული. გუმბათის სარკმელთა ორივე მხარეს ცისფერი ჭიქურით შეღებილი ოთხ-ოთხი მრგვალი აგურია ჩასმული. ფასადები შელესილი ყოფილა. ამჟამად შელესილობა დაზიანებულია და ადგილ-ადგილ აყრილი. აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ქვეშ, კედელთან ქვის მრავალკუთხა ტრაპეზია მიდგმული. სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია. აბსიდის კონქი მხრებზე გადასულ შეისრულ თაღს ეყრდნობა. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა და შეისრული კამარით გადახურული პასტოფორიუმებია, რომლებიც დარბაზს დასავლეთის კარით უკავშირდება. თითოეულ მათგანის აღმოსავლეთ კედელში თითო თაღოვანი სარკმელია. სამკვეთლო და სადიაკვნე საკურთხეველს შიდა კარით უკავშირდებიან. პასტოფორიუმთა დასავლეთის კარის თავზე, სანიშეებია, რომელთა ზემოთ მარმარილოს ფილებია ჩადგმული. ჩრდილოეთის მკლავის ფილა ძლიერ დაზიანებულია და მასზე შესრულებული ასომთავრული წარწერის მხოლოდ ცალკეული რამდენიმე ასო იკითხება. სამხრეთის მკლავის ფილაზე კი ჯერ კიდევ გაირჩევა რვა სტრიქონიანი წარწერის ფრაგმენტები. წარწერა საქტიტორო უნდა იყოს, რომელშიც მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელზე მიმართვაა. ტექსტის ბოლოში უნდა იხსენიებოდეს ვინმე ზაქარია”, – აღნიშნულია ძეგლის ანოტაციაში.

Facebook Comments