დღის ამბები

თუშეთში ზვავში დაკარგულ კაცს მეოთხე დღეა მაშველები უშედეგოდ ეძებენ

თუშეთში ზვავში დაკარგულ კაცს მეოთხე დღეა მაშველები უშედეგოდ ეძებენ. ცუდი ხილვადობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სამძებრო სამუშაოები შეაჩერეს. ეს პროცესი ხვალ დილიდან ისევ განახლდება. ფშაველი-აბანო ომალოს 36-ე კილომეტრზე იმყოფებიან ჰიდრომეტეოლოგები , რომლებიც ვითარებას უკვე რამდენიმე დღეა ადგილზე სწავლობენ.
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, სპეციალისტების შეფასებით, არსებობს ზღვავის და ღვარცოფის საშიშროება, რის გამოც კახეთისა და თბილისის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე მუშაობა რთულ პირობებში უწევთ და სამძებრო სამუშაოები პერიოდულად სწორედ ამ მიზეზით წყდება.
“გარემოსზე ზემოდქმედების ჯგუფის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან, რომლებიც აფასებენ ვითარებას ზვავსაშიშროებისა და ღვარცოფსაშიშიროებისა შესახებ. შეიქმნა ახალი ზვავის და ღვაცოფის ძალიან დიდი საშიშიროება, რის გამოც სპეციალისტებმა მაშველებს მუშაობა შეაჩერებინეს. მაშველები შეტყობინების შესვლისთანავე გაემართდნენ და იქ ყველაფერდს აკეთებენ, რომ ნაპოვნი იქნეს მეორე ადამიანი. ეს არის მსოფლიოში უფრო ექსტრემალიური გზა, სადაც მყარი საფარი არ არსებობს, აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად ახლიდან იწმინდება და მთელი რიგი მონაკვეთები ხელახლა შენდება. გამწნდითი სამუშაოებიც დიდი სიფრთხილით მიმდინარეობს,”- განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
უბედური შემთხვევა ფშაველი-აბანო- ომალოს დაკავაშირებელ გზაზე 4 მაისს მოხდა. ზვავი იმ დროს ჩამოწვა, როცა კომპანია “თუშეთისგზის” თანამშრომლები გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close