დღის ამბებისაზოგადოება

საგარეჯოელ ექთანს კორონა ვირუსი დაუდგინდა

ახალგაზრდა ექთანს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკასა და საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მუშაობს, კორონავირუსზე ჩაყარებული ტექსტით დადებითი შედეგი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადასტურებს საგარეჯოს „ჯეო ჰოსიტალსის“ დირექტორი დავით ჯიქია.

მისი ინფორნაციით, ბოჭორიშვილის კლინიკაში მორიგეობის დასრულების შემდეგ ქალი საგარეჯოს საავადმყოფოში სამსახურში გამოცხადდა, ჩატარებულმა PCR-ტექსტმა მას კორონავირუსი დაუდასტურა, რის გამოც ექთანი ახლა დამატებითი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ქალს საგარეჯოს საავმყოფოს მედ- პერსონალთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტი ჰქონდა, ამიტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნული სააგენტოს კახეთის განყოფილება და ეპიდემილოგები წყაროს დადგენაზე ახლა აქტიურად მუშაობენ.

საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

წყარო : იმედი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close