დღის ამბებისაზოგადოება

ფშაველი- აბანო – ომალოს დამაკავშირებელ გზაზე სამაშველო ოპერაცია ცოტა ხნის წინ შეწყდა

რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, ცუდი ხილვადობის გამო ფშაველი- აბანო – ომალოს დამაკავშირებელ გზაზე სამაშველო ოპერაცია ცოტა ხნის წინ შეწყდა.

62 წლის კაცის სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან ისევ განახლდება. შემთხვევის დროს გადარჩა 55 წლამდე კაცი. ის ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს. მას ფეხის არეში მოტეხილობა აქვს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ თუშეთის გზის 36-ე კილომეტრზე მოხდა. ზვავი იმ დროს ჩამოწვა, როცა კომპანია “თუშეთისგზის” თანამშრომელები გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close