გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში საბავშვო ბაღთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო. პროექტის მიხედვით, გზის 2 133 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი, ასევე მოეწყო სანიაღვრე არხი.
გზის რეაბილიტაციაზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 1 მლნ 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.