კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ალადაშვილის ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ხათუნა ცერცვაძე და სააგენტოს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა იმსჯელეს კახეთის რეგიონში შრომის ბაზარზე არსებული პროფესიული კადრების მოთხოვნისა და უზრუნველყოფის საკითხებზე, ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტებში დასაქმების ფორუმის გამართვის ხელშეწყობაზე. აღინიშნა, რომ დასაქმების ფორუმი, წარმოადგენს ერთ – ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც რეგიონის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა პერიოდულობით იმართება და ადგილობრივ დონეზე, ხელს უწყობს დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელი მოქალაქეების კომუნიკაციას.
20 ივნისს, დასაქმების ფორუმი გაიმართება ლაგოდეხში, სადაც 20-მდე ადგილობრივი კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – პლატონ კალმახელიძე, გივი მეტრეველი და ლევან ლილუაშვილი ესწრებოდნენ.