„ლაზარეს აღდგინების“ პირველი საგასტროლო ჩვენება ახმეტაში წარმატებით მიიღო მაყურებელმა. ემოცია სცენიდან და ოვაცია დარბაზიდან მხურვალე ტაშით დასრულდა.
კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარლის სახალხო თეატრის რეჟისორმა – ლაშა გოგნიაშვილმა დასთან ერთად საგასტროლო რუკაზე მეორე გეოგრაფიული ლოკაცია მონიშნა.