Home რეგიონი თბილისის კულინარიული კვირეულის ფარგლებში კახეთის რეგიონს პროფესიონალი შეფმზარეულები და ბლოგერები სტუმრობენ

თბილისის კულინარიული კვირეულის ფარგლებში კახეთის რეგიონს პროფესიონალი შეფმზარეულები და ბლოგერები სტუმრობენ

თბილისის კულინარიული კვირეულის ფარგლებში, კახეთის რეგიონს მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი პროფესიონალი შეფმზარეულები და ბლოგერები სტუმრობენ.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა სტუმრები შატო ზეგაანში მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კახეთის ტურისტულ პოტენციალს და ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას. გაცნობითი ხასიათის ტური ასევე მოიცავდა კახეთში მშენებარე,

კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემიის მონახულებას.

კულინარიული ფესტივალის ძირითად მიზანს წარმოადგენს, ქართული გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაცია და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.

კახეთში ჩამოსული შეფმზარეულებისა და მედიის სფეროს წარმომადგენლებისათვის ასევე გაიმართება ვორქშოფები, მასტერკლასები, გასტრო ტურები და ღვინის დეგუსტაცია.

გასტრონომიული კვირეულის თანაორგანიზატორები არიან – “გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაცია” და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია “ვიზიტ კახეთი”.