17 ივნისს, თელავის ისტორიულმა მუზეუმმა უმასპინძლა ახმეტის მუნიციპალიტეტის N 2 საბავშო ბაღის აღსაზრდელების (აღმზრდელი ხათუნა ოთარაშვილი) გამოსაშვებ ღონისძიებას სახელწოდებით ,,სხვა საქართველო სად არის”.
ღონისძიება იყო სავსე სითბოთი,ემოციებითა და პატრიოტული განწყობით დატვირთული.
პატარებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ერეკლე მეფის სასახლე .
ეს დღე განსაკუთრებულად ემოციური იყო როგორც პატარებისათვის , ასევე მათი მშობლებისა და აღმზრდელებისათვის.
თელავის ისტორიული მუზეუმი ულოცავს პატარებს ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულებას და უსურვებს წარმატებებს ცხოვრების ახალ გზაზე!