Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი გზები გაიწმინდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი გზები გაიწმინდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არაშენდა, კარდენახი, გურჯაანი, ძირკოკი და ჭანდარი, უხვი ნალექის შედეგად დატბორილი გზები და სანიაღვრე არხები სპეციალური ტექნიკით გაიწმინდა.

სამუშაოები ა(ა)იპ გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურმა, ა(ა)იპ მუნიციპალურმა სერვისმა და ა(ა)იპ გარე განათების სამსახურმა შეასრულეს.