დღის ამბებისაზოგადოება

სოფელ ნუკრიანში ოთხ მოქალაქებს გამკვლევები უტარდება

ამ წუთებში სოფელ ნუკრიანში თვითიზოლაცია მყოფ 4 მოქალაქეს, მათ შორის კორონავირუსით დაინციფირებული თბილისის ერთ- ერთი საავადმყოფოს ექთანს  მეუღლეს სპეციალისტები ნიმუშებს უღებენ.

ადგილზე სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები იმყოფებიან. ბიოლოგიური მასალა დღესვე ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება, რომლის პასუხები ცნობილი დღეს საღამოს ან ხვალ დილით გახდება.

“დაინციფირებული ექიმის მეუღლეს და მასთან კონტაქტში მყოფ 3 მეზობელს ბიოლოგიური ნიმუშები ავუღეთ. ვუტარებთ თერმოსკრინინგსაც, თუმცა ამ ეტაპზე მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ოთხივე მოქალაქე თავს კარგად გრძნობს,”- განმარტავს სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი თენგო მოსულიშვილი.

თბილისის ერთ- ერთი საავადმყოფოს ეთქანი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიაში 27 აპრილს მეუღლესთან რამდენიმე საათი იმყოფებოდა, რის შემდეგაც სოფელი დატოვა და დედაქალაქში გაემგზავრა. სწორედ ამ ვიტიდან მალევე 70 წლამდე ქალს კორონავირუსი დაუდგინდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close