“საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, ქალაქები და ცენტრალური მოედნები მორთულია სახელმწიფო დროშებით.
26 მაისი ჩვენი ეროვნული დღესასწაულია, თითოეული მოქალაქისთვის გამარჯვების, თავისუფლებისა და პატრიოტიზმის დღეა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი ორგანიზებით თელავში, ცენტრალურ მოედანზე მასშტაბური ღონისძიებები და მრავალფეროვანი კულტურულ – შემეცნებითი პროგრამა დახვდებათ ადგილზე მოსულ სტუმრებს.
საინფორმაციო სივრცეებში წარმოდგენილია კახეთისთვის, როგორც მეღვინეობა – მევენახეობის კუთხისათვის დამახასიათებელი თემატიკა, ასევე ტერიტორიაზე წარმოდგენილია:
სამხედრო ტექნიკა, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ბენეფიციარების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
კახეთიდან, კერძოდ, სატახტო ქალაქ თელავიდან გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და
გელოდებით ყველას, ერთად ვიზეიმოთ დღე, რომელიც ჩვენია”, – გიორგი ალადაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული.