ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიების დაწყებამდე ალექსი ფიცხელაურმა,საკრებულოს თავმჯდომარემ იოსებ ქარუმაშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, სოფელ ქვემო ალვანში, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის და ქ.ახმეტაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალები ყვავილებით შეამკეს.
ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში ადგილობრივი მეწარმეებისთვის მოწყობილი იყო პავილიონები. ჩატარდა თემატური ღონისძიება ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.ასევე,დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სპორტული აქტივობები.
მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.