Home რეგიონი ყვარელი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ყვარლის მუნიციპალიტეტში ღონისძიება გაიმართა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ყვარლის მუნიციპალიტეტში ღონისძიება გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დარბაზში.

ღონისძიებას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვალერი გოქსაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო.

შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების მუსიკალური ნომრები.