Home რეგიონი გურჯაანი ადგილობრივი წარმოების გაზრდის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინიტროს პრიორიტეტად რჩება

ადგილობრივი წარმოების გაზრდის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინიტროს პრიორიტეტად რჩება

ადგილობრივი წარმოების გაზრდის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინიტროს პრიორიტეტად რჩება.

კახეთში სახელმწიფოს მხარდაჭერით არაერთი საწარმო გაიხსნა, მათ შორის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში საკონსერვო ქარხანა.

“ჯეონატურალსი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით შეიქმნა. საწარმოში მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა.

გარდა ამისა, მესაქონლეობა მეცხოველეობის დარგის განსავითარებლად სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა კახეთში, ,, თეთრი ფერმა,,. პროექტზე ჯამურად, 15 მლნ ლარამდე დაიხარჯა. აქედან, 3 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

„თეთრი ფერმა“ ყოველდღიურად პირველი კატეგორიის 9 ტონამდე ნედლ რძეს აწარმოებს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

მეწარმეებთან და ფერმერებთან პირდაპირი კომუნიკაცია რომ მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთში ვიზიტისას კიდევ ერთხელ აღნიშნა.