Home რეგიონი ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილმა სოფლებში შიდა გზების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს...

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილმა სოფლებში შიდა გზების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფლებში – წიწკანაანთსერში, საბუესა და გრემში – შიდა გზების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

სოფელ წიწკანაათსერში პირველ უბანზე დაგეგმილია 1185 მეტრი ასფალტის საფარის მოწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტებით. სამუშაოების ღირებულება 557 829 ლარია.

ასევე, საბუეში “ფიქალებთან” მისასვლელ გზაზე დაიგება 1 384 მეტრი ასფალტის საფარი რკინა-ბეტონის კიუვეტებით. პროექტის ღირებულება 501 910 ლარს შეადგენს.

ორივე პროექტი 2026 წელს დასრულდება.

სოფელ გრემში სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე კი 972 მეტრი ასფალტი მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტებით. სამუშაოების ღირებულება 366 698 ლარია.

პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.