Home რეგიონი ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება

ახმეტის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება

ახმეტის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ვეძებში ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

სოფელ ვეძებში 1970 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი იგება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 809 070 ლარს შეადგენს.

სამუშოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.