Home რეგიონი ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილმა კოტე მარჯანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილმა კოტე მარჯანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყვარელში, დურუჯის, ზურაბ ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

დურუჯის ქუჩაზე დაგეგმილია 2 350 მეტრი ასფალტის საფარის მოწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტებით. სამუშაოების ღირებულება 1 239 790 ლარია.

ასევე, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე დაიგება 1 500 მეტრი ასფალტის საფარი რკინა-ბეტონის კიუვეტებით. პროექტის ღირებულება 664 411 ლარს შეადგენს.

კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე კი 906 მეტრი ასფალტი მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტებით. სამუშაოების ღირებულება 1 291 897 ლარია.

სამივე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და 2026 წელს დასრულდება.