ქალაქში ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდების მსვლელობა გაიმართა.
ღონისძიებაში ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ხაზიური, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ელგუჯა ქათამაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ.