ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, ყვარლის კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორ ლაშა ბეუქლიშვილთან ერთად, თავისუფალი ჭიდაობისა და კრივის სექციების მწვრთნელებს შეხვდა.
გივი ზაუტაშვილმა თითოეულ მათგანს სპორტული მიღწევებისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობას. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა სასპორტო სკოლის წარმომადგენლებს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.
მერმა თავისუფალი ჭიდაობის და კრივის მწვრთნელებსა და სპორტსმენებს სპორტული ინვენტარი გადასცა და წარმატებები უსურვა.