კახეთის რეგიონის მასშტაბით, სასკოლო კონკურს “Tech Sparks”-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
რეგიონული ტექნოპარკების სასკოლო ინოვაციურ პროექტში კახეთის რეგიონის, 8 მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 32 სასკოლო გუნდი იღებდა მონაწილეობას. დასკვნით ღონისძიებაზე გუნდებმა ინოვაციური იდეები წარადგინეს, საიდანაც კომპეტენტურმა ჟიურიმ საუკეთესო სტარტაპ იდეა გამოავლინა.
წლის “ყველაზე ინოვაციური სკოლის” ტიტული ლაგოდეხის გუნდმა მოიპოვა. ასევე, თითოეული მუნიციპალიტეტიდან თითო გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში საუკეთესო სტარტაპ იდეა სოფელ გურჯაანის გუნდმა წარმოადგინა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ელგუჯა ქათამაძემ, გამარჯვებულ – სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის გუნდს და ყველა გურჯაანელ მონაწილეს საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძე, მუნიციპალიტეტის მერები და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა ესწრებოდნენ.