ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, პირველ მოადგილე ვალერი გოქსაძესთან ერთად, ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში თვითნასწავლი შემოქმედის – გელა ლეკიშვილის გამოფენაზე იმყოფებოდა.
სოფელ სანავარდოში მცხოვრები ახალგაზრდა ხელოვანის მიზანია, ქართული იდენტობა, ხასიათი და ქვეყნის ისტორია განსხვავებული და თანამედროვე კუთხით წარმოაჩინოს.
გამოფენის იდეა უცნობი ხელოვანების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას და ახალი ნამუშევრების პოპულარიზაციას ემსახურება.